ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1933
სათაური: მელიტონ ბალანჩივაძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ამონაჭერი
ბალანჩივაძე, მელიტონ (1862-1937)
რეზიუმე: მელიტონ ბალანჩივაძე - ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933). 1882 ბალანჩივაძემ ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც 1883 წელს თბილისში კონცერტი გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. 1883-1886 ბალანჩივაძემ ქორიძესთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით. 1886-იდან მღეროდა ლ. აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს კიდეც ხელმძღვანელობდა მას. იმავე ხანებში ორკესტრი, რომელიც ლ. აღნიაშვილის გუნდთან ერთად კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგან შედგენილ “ქართულ პოპურის” ასრულებდა.1889 ბალანჩივაძემ მსმენელებს წარუდგინა თავისი სამი რომანსი – “ნანა”, “შენ გეტრფი მარად” და “ოდესაც გიცქერ” (ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები). 1906 პეტერბურგში ბალანჩივაძემ მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა “დემონის” ქართულ ენაზე დადგმაში. 1907 დააფინანსა მ. გლინკას წერილების გამოცემა (სანქტ-პეტერბურგი, 1908, 250 წერილი). 1917 იგი საქართველოში დაბრუნდა და ფართოდ გაშალა მუსიკალური-საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1918 ქუთაისში დაარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში; იყო “ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების” საპატიო თავმჯდომარე, “საქართველოს სამუსიკო საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ხალხური სიმღერების გუნდების დაარსებაში; ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისის; მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას; 1929-1931 იყო ბათუმის, ხოლო 1935 – ქუთაისის მუსიკის სასწავლებლის დირექტორი. 1926 წლის 6 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა ბალანჩივაძის “თამარ ცბიერი” (ლიბრეტო კ. ფოცხვერაშვილისა), პატრიოტული სულისკვეთებით, ლირიზმით გამსჭვალული ნაწარმოები. 1937 ეს ოპერა “დარეჯან ცბიერის” სახელწოდებით მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბალანჩივაძის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია კანტატა “დიდება ზაჰესს” (1927), “სტუდენტების სიმღერა” ქალ-ვაჟთა გუნდისათვის და “ქართული ეროვნული მარში” სიმფონიური ორკესტრისათვის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Balanchivadze_recto.jpg772.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება