ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1926
სათაური: მიშელ დარიალი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ამონაჭერი
ნანობაშვილი, მიხეილი იროდიონის ძე (მიშელ დარიალი) (1878-?)
რეზიუმე: მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი) - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი(ტენორი). ქართული ვოკალური კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი. ახალგაზრდობაში თბილისში ეგზარქოსის გუნდში მღეროდა. 1896 წელს შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიაში, შემდეგ კი მეცადინეობდა პროფესორ გაბელთან. 1900 წელს გაემგზავრა იტალიაში სწავლის გასაგრძელებლად, სწავლობდა მილანში. 1908-1924 წლებში ნანობაშვილი პარიზის „გრანდ ოპერის“ მომღერალი იყო. გასტროლებს მართავდა იტალიაში, აშშ-ში, თურქეთში, ესპანეთში, რუსეთში; ეწვია თბილისსაც (1911, 1920). ნანობაშვილს ჰქონდა ლამაზი ტემბრის ხავერდოვანი ხმა, ვირტუოზული ტექნიკა, აღსანიშნავია მის მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული პარტიები; რაული (მეიერბერის „ჰუგენოტები“), ფაუსტი (ბოიტოს „მეფისტოფელი“), დონ ხოზე (ბიზეს „კარმენი“), ვერთერი (მასნეს „ვერთერი“) და სხვა. თავისუფლად ეუფლებოდა, როგორც ლირიკულ აგრეთვე დრამატულ რეპერტუარს. ასეთი დიაპაზონის მომღერალი მაშინ ძნელი საპოვნელი იყო. (მიშეილ დარიალი) 1911 წ. გრანდ ოპერაში მიიწვიეს. მისი სახელი მსოფლიოს ყოველ კუთხეს გაწვდა. 1920წ. იგი თბილისში ბრუნდება და გადაწყვეტილი აქვს სამშობლოში განაგრძოს მოღვაწეობა. აქ იგი ასრულებს : ,,რახილში’’ (სლიაზარის) ,,ტოსკაში’’ (კავარადოსის) ,,ფაუსტში’’ ( ფაუსტის) ,,კარმენში’’( ხოზეს) ,,ჰეგენოტებში’’ (რაულის) პარტიებს და ა.შ. სამწუხაროდ მიშელ დარიალმა საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, საქართველოში და საერთო ენა ვერ გამონახა საოპერო თეატრის ადმინისტრაციასთან და ისევ უცხოეთს მიაშურა.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Nanobashvili_Mishel_recto.jpgრექტო112.31 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Nanobashvili_Mishel_verso.jpgვერსო23.71 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება