ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1924
სათაური: თედო ღლონტი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ამონაჭერი
ღლონტი, თევდორე (თედო) (1888-1937)
რეზიუმე: თედო ღლონტი - საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ეკონომისტი და სამეურნეო მუშაკი თედო ღლონტი დაიბადა 1888 წელს ლანჩხუთში. თ. ღლონტი 1912 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი და მისი ერთ-ერთი ლიდერი, 1915-1916 წლებში სათავეში ედგა პარტიის მემარცხენე ფრთას. 1918-1921 წლებში თ.ღლონტი იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს თ. ღლონტმა დაარსა გაზეთი “ზვირთი”, ხოლო 1919-1921 წლებში გაზეთ “სახალხო ფურცლის” რედაქტორი იყო. 1921 წლიდან თ.ღლონტი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, 1923 წლიდან – სსრ კავშირის ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებული საქართველოში. 1924 წელს თ.ღლონტი კომუნისტურ პარტიაში შევიდა. 1925 წლიდან იგი ასფსრ – ის წარმომადგენლის მოადგილე იყო მოსკოვში. 1926 წლის სექტემბერში თ.ღლონტმა თსუ-ის რექტორის პოსტზე შეცვალა ი.ჯავახიშვილი. ამ თანამდებობაზე იგი 1928 წლის სექტემბრამდე მუშაობდა. 1928 წელს ჟურნალში “საშუალო სკოლისაკენ” თ.ღლონტმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უსამართლოდ გააკრიტიკა ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობა. კერძოდ, აღნიშნავდა: “უნივერსიტეტის დაარსების საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ისეთი პირები, რომელთაც ახალი ცხოვრების ახალ მოთხოვნილებასთან არა ჰქონიათ არავითარი კავშირი. მეფეთა და ეკლესიათა ისტორია, რომელიც შეადგენდა მთავარ ღერძს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, თავის დაღს ასვამდა უნივერსიტეტის შემოქმედებას. ახალი ქვეყანა მოითხოვდა ახალ სკოლას, ახალი ცხოვრება საჭიროებდა ახალ სიტყვას, მაგრამ უნივერსიტეტის სულის ჩამდგმელნი მიაქანებდნენ ამ უმაღლეს სასწავლებელს საშუალო საუკუნეების კულტურისაკენ”. 1929 წლიდან თ.ღლონტი ასფსრ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო სსრკ სახკომსაბჭოში, შემდეგ - ბერლინში მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების გამგეობის წევრი, 1930 წლიდან - ცეკავშირის გამგეობის წევრი, მერე კი ასფსრ – ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრის პოსტი ეკავა. 1933-1936 წლებში თ.ღლონტი ჯერ საქართველოს კომუნალური ბანკის დირექტორად, ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრად მუშაობდა. თ. ღლონტი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის ნაშრომისა - “მენშევიკური და საბჭოთა საქართველო “ (თბილისი, 1926 წ.). თ. ღლონტი , როგორც “ხალხის მტერი და სამშობლოს მოღალატე” , 1937 წელს დახვრიტეს
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Glonti_Tedo_recto.jpg797.04 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება