ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1923
სათაური: | რომანოზ (რემა) შელეგია |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ეროვნული სამოსი შელეგია, რომანოზ (რემა) ზალიკას ძე (1883-1955) |
გამოცემის თარიღი: | 31-Mar-1939 |
რეზიუმე: | რომანოზ შელეგია - მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1883 წლის 7 ოქტომბერს, სენაკის მაზრის სოფელ ჯოლევში (დღევანდელი მარტვილის რაიონი). ნიჭიერი და შრომისმოყვარე რემა ცამეტი წლიდან თერძის, ფოტოგრაფისა და “აზიურების” ხელობებს დაეუფლა. სიმღერა-გალობა რემა შელეგიამ ცნობილი მომღერლისა და მგალობლის დიმიტრი ჭალაგანიძისაგან ისწავლა. მის გარდა რემა თავის პედაგოგებად სიონის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელს კორნელი მაღრაძეს, აგრეთვე კ. დათიშვილსა და გ. დგებუაძეს ასახელებს. 1897 წელს რემა შელეგია ქუთაისში ძუკუ ლოლუას გუნდის კონცერტს დაესწრო, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა, ხალხური სიმღერის სწავლებისა და შემსრულებლობისათვის მიეძღვნა თავი. 1902-1903 წლებში რემა კოტე ფოცხვერაშვილის გუნდში მღერის, ლოტბარისათვის აუცილებელ ცოდნას იღებს და საკუთარ გუნდსაც აყალიბებს. 1904 წლიდან, ძუკუ ლოლუასთან სიახლოვის მიზნით, საცხოვრებლად სოხუმში გადადის. აქ ძუკუს გუნდშიც მღერის და საკუთარ გუნდსაც აყალიბებს. პარალელურად ახალსენაკისა და სენაკის რაიონის სოფლების გუნდებსაც ხელმძღვანელობს. 1913 წელს რემას სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შესაქმნელად სამი თვით ფოთში იწვევენ. 1915-1933 წლებში ის ახალსენაკის, ზუგდიდის, ხობისა და ფოთის გუნდების ხელმძღვანელია. 1921 წელს რემა შელეგია სენაკში სამოცდახუთკაციან გუნდს ქმნის. 1931 წელს კი სენაკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ეთნოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად ინიშნება. 1939 წლიდან - დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელია. რემა შელეგია 1955 წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Shelegia_Romanoz_recto.jpg | რექტო | 457.65 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Shelegia_Romanoz_verso.jpg | ვერსო | 494.56 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება