Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1914
Title: კოტე მესხი მეგობრებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
მესხი, კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857–1914)
Abstract: კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხი (დ. 19 აპრილი/ 1 მაისი, 1857, ქუთაისი ― გ. 15 მაისი/28 მაისი, 1914, თბილისი)– ქართველი მსახიობი და რეჟისორი. 1874 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1879 მიიწვიეს მსახიობად თბილისის მუდმივ პროფესიულ დასში. 1885 ქუთაისში დააარსა პროფესიული თეატრი, რომელსაც 1894 წლამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის სცენაზე პირველად გამოვიდნენ: ნინო ჩხეიძე, კოტე მარჯანიშვილი და შალვა დადიანი. 1894 წლიდან როგორც მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა თბილსის დრამატულ თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გოჩა (ა. წერეთლის "თამარ ცბიერი"), რუსთაველი (კ.მესხის "რუსთაველი"), ოტია (ვ. გუნიას "და-ძმა"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), არბენინი (მ.ლერმონტოვის "მასკარადი"), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან"), ოტელო, პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ოტელო", "ჭირვეულის მორჯულება"), ტარტიუფი (მოლიერის "ტარტიუფი") და სხვა. თარგმნა ნ. გოგოლის, უ. შექსპირის, ა. დიუმას, ვ. სარდუს და სხვა დრამატული ნაწარმოებები.
Description: ორიგინალის ზომა: პასპარტუ 235x297, ფოტო 175x232.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Meskhi_Kote_megobrebtan ertad_recto.jpg228.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.