ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/191080
სათაური: სოციალური პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება
ავტორები: სულავა, ლეილა
საკვანძო სიტყვები: მათემატიკური მოდელები
კომპიუტერული მოდელები
სოციალური პროცესები
გამოცემის თარიღი: 2017
გამომცემელი: თბილისი
აღწერილობა: მონოგრაფიაში განხილულია ახალი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები ისეთი სოციალური პროცესების აღწერისთვის, როგორიცაა ადმინისტრაციული მართვა და პოლიტიკური არჩევნები. ადმინისტრაციული მართვა შეიძლება ხორციელდებოდეს მაკროდონეზე (მაკრომოდელი) ან მიკროდონეზე (მიკრომოდელი) მრავალფეროვანი იდეოლოგიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით. მოდელის პარამეტრებისა (აქტიურობის ხარისხის მაჩვენებელი, წრფივი ადმინისტრაციული მართვის მაჩვენებელი) და საწყის პირობებს შორის სხვადასხვა დამოკიდებულებების მიხედვით მიღებულია განსხვავებული შემთხვევები (მოდელები). განხილულია ორპარტიული არჩევნების ზოგადი არაწრფივი მათემატიკური მოდელი ამომრჩეველთა აქტივობის, დემოგრაფიული ფაქტორის და შესაძლო ფალსიფიცირების გათვალისწინებით. მოდელი აღწერს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დინამიკას არჩევნებიდან მორიგ არჩევნებამდე. კერძო შემთხვევისათვის მიღებულია ზუსტი ანალიზური ამოხსნები. განხილულია სამპარტიული არჩევნების ზოგადი არაწრფივი მათემატიკური მოდელი, რომელიც აღწერს მმართველი და ორი ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა რაოდენობის დინამიკას არჩევნებიდან მორიგ არჩევნებამდე. ნაპოვნია პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში მოდელი იქნება არატრივიალური ანუ წინასწარ არაპროგნოზირებადი შედეგებით. პროგრამული გარემო MATLAB-ის საშუალებით ჩატარებულია კომპიუტერული მოდელირება, მიღებულია რიცხვითი ამოხსნები, გაკეთებულია შესაბამისი გრაფიკული ვიზუალიზაცია
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:წიგნადი ფონდი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
SocialuriProcesebisMatematikuriDaKompiuteruliModelireba.pdf1.72 MBAdobe PDFგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება