Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/191080
Title: | სოციალური პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება |
Authors: | სულავა, ლეილა |
Keywords: | მათემატიკური მოდელები კომპიუტერული მოდელები სოციალური პროცესები |
Issue Date: | 2017 |
Publisher: | თბილისი |
Description: | მონოგრაფიაში განხილულია ახალი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები ისეთი სოციალური პროცესების აღწერისთვის, როგორიცაა ადმინისტრაციული მართვა და პოლიტიკური არჩევნები. ადმინისტრაციული მართვა შეიძლება ხორციელდებოდეს მაკროდონეზე (მაკრომოდელი) ან მიკროდონეზე (მიკრომოდელი) მრავალფეროვანი იდეოლოგიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით. მოდელის პარამეტრებისა (აქტიურობის ხარისხის მაჩვენებელი, წრფივი ადმინისტრაციული მართვის მაჩვენებელი) და საწყის პირობებს შორის სხვადასხვა დამოკიდებულებების მიხედვით მიღებულია განსხვავებული შემთხვევები (მოდელები). განხილულია ორპარტიული არჩევნების ზოგადი არაწრფივი მათემატიკური მოდელი ამომრჩეველთა აქტივობის, დემოგრაფიული ფაქტორის და შესაძლო ფალსიფიცირების გათვალისწინებით. მოდელი აღწერს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დინამიკას არჩევნებიდან მორიგ არჩევნებამდე. კერძო შემთხვევისათვის მიღებულია ზუსტი ანალიზური ამოხსნები. განხილულია სამპარტიული არჩევნების ზოგადი არაწრფივი მათემატიკური მოდელი, რომელიც აღწერს მმართველი და ორი ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა რაოდენობის დინამიკას არჩევნებიდან მორიგ არჩევნებამდე. ნაპოვნია პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში მოდელი იქნება არატრივიალური ანუ წინასწარ არაპროგნოზირებადი შედეგებით. პროგრამული გარემო MATLAB-ის საშუალებით ჩატარებულია კომპიუტერული მოდელირება, მიღებულია რიცხვითი ამოხსნები, გაკეთებულია შესაბამისი გრაფიკული ვიზუალიზაცია |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | წიგნადი ფონდი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
SocialuriProcesebisMatematikuriDaKompiuteruliModelireba.pdf | 1.72 MB | Adobe PDF | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.