ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1852
სათაური: | არჩილ ჯაჯანაშვილი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ჯაჯანაშვილი, არჩილ (1885-1937) |
რეზიუმე: | არჩილ ჯაჯანაშვილი - ქართველი პუბლიცისტი და მწერალი. დაიბადა 1885 წლის მარტს თბილისში. დაამთავრა ქართული გიმნაზია და გაემგზავრა რუსეთში სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიური განყოფილების განხრით. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1903 წელს და მის შემდეგ 34 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში, როგორც ჟურნალისტი - პოლიტიკური მიმომხილველი, შესანიშნავი პუბლიცისტი, სალიტერატურო და თეატრალური კრიტიკის წარმომადგენელი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ტექსტოლოგი. შეადგინა და გამოსცა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. 1912-14 წლებში ხელმძღვანელობდა „სახალხო გაზეთის“ გამოცემას, როგორც გამგე, გამომცემელი და რედაქტორი. იგი გახდა 1937 წლის რეპრესიების მსვერპლი. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Jajanashvili_Archil_recto.jpg | 177.08 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება