ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1777
სათაური: გიორგი შარვაშიძე (ჩაჩბა)
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ამონაჭერი
ჩოხა
შარვაშიძე (ჩაჩბა), გიორგი მიხეილის ძე (1846–1918)
რეზიუმე: გიორგი შარვაშიძე – უბრწყინვალესი თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შარვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე. გიორგი შარვაშიძე ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს. წერდა სამ – აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქართული, რუსული და ევროპული აზროვნების წიაღში. იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Sharvashidze.JPG10.77 MBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება