ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/177335
სათაური: მირიან ხოსიტაშვილი, მარი ჭყონია, მაია შონია და ნინო გედენიძე
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
დეკანოზიშვილი, გიორგი (1868-1910)
ხოსიტაშვილი, მირიან
ჭყონია, მარი
გედენიძე, ნინო
შონია, მაია
გამოცემის თარიღი: 7-Jun-2016
რეზიუმე: მირიან ხოსიტაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე; მარი ჭყონია - ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი; მაია შონია - ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი; ნინო გედენიძე - ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი; გიორგი დეკანოზიშვილი - პირველი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში წამოაყენა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის იდეა როგორც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენის პირველი ეტაპი. 1902 წლიდან გიორგი დეკანოზიშვილი მუდმივად იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობას იღებდა გაზეთების - "საქართველოს" და "La Georgie"-ს გამოცემის საქმეში. 1904-1905 წლებში მიმდინარე რუსეთ-იაპონიის ომისა და 1905 წლის რუსეთის რევოლუციის წლებში მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა დამყარებული იაპონიის წარმომადგენლებთან ევროპაში, რომელთა მხარდაჭერითაც ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევდა ანტიკოლონიალურ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. 1905 წლის ივნის-დეკემბერში უშუალოდ ხელმძღვანელობდა გემ "სირიუსით" საქართველოში იაპონელთა ფინანსური დახმარებით ნაყიდი იარაღის გამოგზავნას, რის გამოც რუსეთის იმპერიული მთავრობის მიერ სახელმწიფო პოლიტიკურ დამნაშავედ იყო გამოცხადებული და სიცოცხლის ბოლომდე იძულებული იყო დარჩენილიყო ემიგრაციაში საფრანგეთში.გიორგი დეკანოზიშვილის უმდიდრესი პირადი არქივი, რომლის სრული ფოტოასლები გიორგი მამულიამ პირველად ჩამოიტანა საფრანგეთიდან საქართველოში, გასული საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთის ეროვნულ არქივს გადასცა გიორგი დეკანოზიშვილის ქალიშვილმა ქალბატონმა თინათინ დეკანოზიშვილმა.
აღწერილობა: ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გიორგი მამულიას კონფერენცია თემაზე "გიორგი დეკანოზიშვილის პირადი არქივი". მარცხნიდან: მარი ჭყონია, მაია შონია, ნინო გედენიძე, მირიან ხოსიტაშვილი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Giorgi_Dekanozishvilis_Piradi_Arqivi_Prezentacia (9).jpg137.43 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება