ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/170621
სათაური: ნ. დუმბაძე მსოფლიო რეკორდსმენი - ბადროს მტყორცნელი
ავტორები: კანდელაკი, ნიკოლოზ
საკვანძო სიტყვები: ქანდაკება
ქართველი მოქანდაკეები
კანდელაკი, ნიკოლოზ (1889-1970)
ოლიმპიადა
ოლიმპიური
ჩემპიონი
ბადრო
გამოცემის თარიღი: 1953
აღწერილობა: ქართველი მოქანდაკე, ნიკოლოზ კანდელაკი დაიბადა 1889 წლის 18 ნოემბერს სამტრედიაში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გახდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. პარალელურად, დავით კაკაბაძესთან ერთად, მეცადინეობდა ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სტუდიაში. თანდათან ჰობი სერიოზულ საქმედ ექცა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. აქ იგი იწყებს ფიგურების ძერწვას. მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა (მამაკაცის პორტრეტი) ქართველი შემოქმედებითი იტელიგენციის ინტერესი გამოიწვია. სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ნიჭიერი თვითნასწავლი მოქანდაკე პეტერბურგს მიავლინეს სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად. აქ იგი მოხდდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ა. მაიოლის მოწაფე ა. მატვეევთან. ნიკოლოზ კანდელაკმა წარჩინებით დაამთავრა აკადემია და 1926 წელს სამშობლში დაბრუნდა. აქ იგი მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი აღზრდილია მოქანდაკეთა ნიჭიერითაობა როგოერბიც იყვნენ: თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენიშვილი, გ. ოჩიაური, გ. ფირცხალავა და მრავალი სხვა. ნ. კანდელაკი გამოირჩეოდა ძირიტადად პორტრეტული ქანდაკებების შექმნით. მან შექმნა ფართოდ ცნობილი პორტრეტული ქანდაკებების მთელი გალერეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. კანდელაკის დამსახურება ქართული მონუმენტური პლასტიკის ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში.
შესულია კოლექციებში:ქანდაკება

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
n_dumbaze_msoflio_rekordsmeni_badros_mtyorcneli_1952-53.jpg161.46 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება