Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/170621
Title: ნ. დუმბაძე მსოფლიო რეკორდსმენი - ბადროს მტყორცნელი
Authors: კანდელაკი, ნიკოლოზ
Keywords: ქანდაკება
ქართველი მოქანდაკეები
კანდელაკი, ნიკოლოზ (1889-1970)
ოლიმპიადა
ოლიმპიური
ჩემპიონი
ბადრო
Issue Date: 1953
Description: ქართველი მოქანდაკე, ნიკოლოზ კანდელაკი დაიბადა 1889 წლის 18 ნოემბერს სამტრედიაში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გახდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. პარალელურად, დავით კაკაბაძესთან ერთად, მეცადინეობდა ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სტუდიაში. თანდათან ჰობი სერიოზულ საქმედ ექცა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. აქ იგი იწყებს ფიგურების ძერწვას. მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა (მამაკაცის პორტრეტი) ქართველი შემოქმედებითი იტელიგენციის ინტერესი გამოიწვია. სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ნიჭიერი თვითნასწავლი მოქანდაკე პეტერბურგს მიავლინეს სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად. აქ იგი მოხდდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ა. მაიოლის მოწაფე ა. მატვეევთან. ნიკოლოზ კანდელაკმა წარჩინებით დაამთავრა აკადემია და 1926 წელს სამშობლში დაბრუნდა. აქ იგი მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი აღზრდილია მოქანდაკეთა ნიჭიერითაობა როგოერბიც იყვნენ: თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენიშვილი, გ. ოჩიაური, გ. ფირცხალავა და მრავალი სხვა. ნ. კანდელაკი გამოირჩეოდა ძირიტადად პორტრეტული ქანდაკებების შექმნით. მან შექმნა ფართოდ ცნობილი პორტრეტული ქანდაკებების მთელი გალერეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. კანდელაკის დამსახურება ქართული მონუმენტური პლასტიკის ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში.
Appears in Collections:ქანდაკება

Files in This Item:
File Description SizeFormat 
n_dumbaze_msoflio_rekordsmeni_badros_mtyorcneli_1952-53.jpg161.46 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.