ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1703
სათაური: სპარტაკ ბაღაშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ბაღაშვილი, სპარტაკ ლევანის ძე (1914–1977)
რეზიუმე: სპარტაკ ლევანის ძე ბაღაშვილი – ქართველი კინომსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1963). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1939). 1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა. 1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი როლი იყო არსენა ოძელაშვილის გმირი მიხეილ ჭიაურელის ფილმში „არსენა“ (1937). მსახიობმა შექმნა ქართველი ხალხის საყვარელი გმირის დამაჯერებელი სახე. სხვა როლებია: გიორგი („დიადი განთიადი“, 1938), ვანო („ქაჯანა“, 1941), ლუარსაბ მეფე („გიორგი სააკაძე“, 1942), ერთდროულად სამი როლი - მეწისქვილე ესტატე, გამზრდელი და ვაჟა-ფშაველა („აკაკის აკვანი“, 1963), ხევისბერი გოჩა („ხევისბერი გოჩა“, 1965), ლუკაია („მე ვხედავ მზეს“, 1965), ჯანყვათი („ცისკრის ზარები“, 1967), ხვთისია („ვედრება“, 1967), ქალუნდაური („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969). გადაიღეს კიევის კინოსტუდიის ფილმში „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (მალფარი, 1964), ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში „ნოსო“ (ბაბაკალონი, 1966) და სხვა.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
5472.jpg142.19 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება