ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/167299
სათაური: სამი მოქალაქე
ავტორები: გაბაშვილი, გიგო
საკვანძო სიტყვები: ფერწერა
ქართველი მხატვრები
გაბაშვილი, გიგო (1862-1936)
მოქალაქე
პორტრეტი
ზეთი
ტილო
გამოცემის თარიღი: 1893
აღწერილობა: გიგო გაბაშვილი - დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ციხისძირი. 1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ფ. რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში; სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა; 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია; 1900 წლიდან ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი. ფერმწერი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამმარსებელი და პირველი პროფესორი(1922). ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძე(1907-1908), აკაკი წერეთელი(1913), გრიგოლ ორბელიანი(1913). გ. გაბაშვილის ცნობილი ნამუშევრებია: "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი"(საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სამი გენერალი"(1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), "მძინარე ხევსური"(1898), "მთვრალი ხევსური"(1899), "მთვრალი ხევსურები"(1899), "სამი მოქალაქე"(1893), "ალავერდობა"(1899), "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან"(1904), "ბოსტანში"(1891), "არხოტის დაცვა"(1898-1901), "წვიმის შემდეგ"(1891), "ბაზარი სამარყანდში"(1894), "დივანბეგის აუზი ბუხარაში",(1895, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი).
შესულია კოლექციებში:ფერწერა და გრაფიკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Габашвили Г-работа-1.jpg134.73 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება