ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1596
სათაური: | საქართველოს რესპუბლიკის განათლების პირველი სამინისტრო |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ამონაჭერი ლასხიშვილი, გ.მ. ლასხიშვილი, გიორგი (1866–1931) |
რეზიუმე: | გიორგი ლასხიშვილი – პირველი განათლების სამინისტროს პირველი მინისტრი (1918-1920). ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო. გიორგი ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდა "ივერიის" რედაქციაში, სადაც "ლალის" ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, თანამშრომლობდა "ნოვოე ობოზრენიეში", "მოამბეში", "კვალში". 1900-დან იყო "ცნობის ფურცელის" ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი რედაქტორი. გამოიცა მისი მემუარები - 1934 წელს. |
აღწერილობა: | ცენტრში ზის: საქართველოს რესპუბლიკის განათლების პირველი მინისტრი გიორგი ლასხიშვილი სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
ganatlebis pirveli saministro.JPG | 23.26 MB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება