ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1557
სათაური: | იოსებ გრიშაშვილი ავქსენტი აბესაძესთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო სამხედრო ფორმა გრიშაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე (1889-1965) აბესაძე, ავქსენტი |
რეზიუმე: | იოსებ გრიშაშვილი – ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1889 წლის 11 აპრილს ხარფუხელი ხელოსანის გრიგოლ (გრიშა) მამულაშვილის ოჯახში. რვა წლის სოსო ქართულ გიმნაზიაში იწყებს სწავლას. მომავალი პოეტის პირადი ცხოვრება თავიდანვე უიღბლოდ წარიმართა. ჯერ იყო და 16 წლის ჭაბუკს მამა გარდაეცვალა, მერე დედა გაუთხოვდა. მამის სიკვდილის გამო, მალე ანებებს თავს გიმნაზიაში სწავლას. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. სცენა მომავალი პოეტისათვის თეატრალური და ლიტერატურული განათლების სკოლად იქცა: ”თეატრის ნიჟარაში ხუთი წლის განმავლობაში მიხდებოდა კითხვა ისეთი ავტორებისა, – იგონებდა ი. გრიშაშვილი, – როგორიც არიან შექსპირი და შილერი, მოლიერი და გოლდონი, ვიქტორ ჰიუგო და ჰაუპტმანი, ლევ ტოლსტოი და ა. ოსტროვსკი, მაქსიმ გორკი და ა. ჩეხოვი, დ. ერისთავი და ა. სუმბათაშვილი… ამ პოეტებმა და მისმა მთარგმნელებმა ფრიად წარუშლელი კვალი დატოვეს ნათელი მიზნების ხნულში და განსაკუთრებით ქართული ენის შესწავლის საქმეში.” იოსებ გრიშაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1905 წელს გამოვიდა. სცენის საკარნახო ნიჟარიდან იოსებმა ჟურნალ ’’ნიშადურში’’ გადაინაცვლა. იმ დღიდან საბოლოოდ დაუკავშირა თავისი ბედი მწერლობას და პოეზიას. 1919 წელს იოსები, როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებს ისმენს თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად ი. გრიშაშვილი ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ შრომას ეწევა. მას 1947 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1950 წელს ენიჭება სახელმწიფო პრემია და ირჩევენ მშვიდობის მომხრეთა მეორე საკავშირო კონფერენციის დელეგატად, ხოლო 1959 წელს პოეტს რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდებას ანიჭებენ. |
აღწერილობა: | მარცხნიდან: იოსებ გრიშაშვილი, ავქსენტი აბესაძე |
შესულია კოლექციებში: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
grishashvili iosebi.(kudiani),+.abesadze avksenti (ukudo).jpg | 251.44 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება