ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1528
სათაური: ლილი გვარამაძე როლში
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
თეატრალური კოსტიუმი
გვარამაძე, ელენე (ლილი) ლევანის ასული (1913-?)
რეზიუმე: ლილი გვარამიძე – ქართველი ბალერინა, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973). საქართველოს სსრ სახ. არტისტი (1941), სწავლობდა თბილისში, მ. პერინის სტუდიაში (1922–28). 1930 დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (ა. ვაგანოვას კლასი), 1934 თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტი. 1930–48 იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს ფასკუნჯის (პუნის „კუზიანი ცხენი“), ტაო ხოას (გლიერის „წითელი ყვავილი“), ოდეტაოდილაიას (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), კიტრის (მინკუსის „დონ კიხოტი“), მარიას (ასაფიევის „ბაღჩისარაის შადრევანი“), ესმერალდას (პუნის „ესმერალდა“), სილფიდის („შოპენიანა“), იდორას (იანოვსკის „ფერენჯი“), მანიჟეს (ბალანჩივაძის „მთების გული“), ციალას (თაქთაქიშვილის „მაყვალა“) და სხვა. როლები მისი ქორეოგრაფიული ტექნიკა გმირების ფსიქოლოგიური სამყაროს მხატვრულ რეალისტურ გამოსახვას ემსახურებოდა. გვარამაძემ ფართოდ გაითქვა სახელი ცეკვა „ქართულის“ შესრულებითაც. 1934–იდან იგი კვლევით მუშაობას ეწევა ქართულ ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში
აღწერილობა: ლილი გვარამაძე სპექტაკლიდან "კაკო ყაჩაღი"
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
gvaramadze lili.e.+.jpg182.36 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება