ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1446
სათაური: ქურხული, (ილიკო) ილია (1885–1954)
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
გამოცემის თარიღი: 23-Oct-1914
რეზიუმე: ილია ქურხული - მოხეტიალე მუსიკოსი (მესტვირე, მევიოლინე, მომღერალი). 1906 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ვიოლინოს განხრით. აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის, მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკურ სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პიესებს), შემდეგ კი რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. ფეხით შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, ასევე ფინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო საქართველოში მოგზაურობა. 1921-27 წელბში იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში. სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. 1927 წელს დაბრუნდა თბილისში და შეუდგა თავისი იდეის - მუსიკა ხალხს! - რეალიზებას. თბილისის ეზოებსა და ქუჩაბანდებში მართავდა პროფესიული დონის სახელდახელო კონცერტებს, ლექციებს, ეწეოდა ქართული მუსიკის პროპაგანდას. გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. შეისწავლა ხალხური საკრავების აგებულება, ზრუნავდა ქართული ხალხური საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებისათვის.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია თბილისში
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
kurkhuli ilia.a.+.jpg392.06 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება