Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1446
Title: ქურხული, (ილიკო) ილია (1885–1954)
Keywords: პორტრეტი
Issue Date: 23-Oct-1914
Abstract: ილია ქურხული - მოხეტიალე მუსიკოსი (მესტვირე, მევიოლინე, მომღერალი). 1906 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ვიოლინოს განხრით. აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის, მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკურ სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პიესებს), შემდეგ კი რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. ფეხით შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, ასევე ფინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო საქართველოში მოგზაურობა. 1921-27 წელბში იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში. სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. 1927 წელს დაბრუნდა თბილისში და შეუდგა თავისი იდეის - მუსიკა ხალხს! - რეალიზებას. თბილისის ეზოებსა და ქუჩაბანდებში მართავდა პროფესიული დონის სახელდახელო კონცერტებს, ლექციებს, ეწეოდა ქართული მუსიკის პროპაგანდას. გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. შეისწავლა ხალხური საკრავების აგებულება, ზრუნავდა ქართული ხალხური საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებისათვის.
Description: ფოტო გადაღებულია თბილისში
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
kurkhuli ilia.a.+.jpg392.06 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.