ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14250
სათაური: სანდრო კავსაძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
კავსაძე, ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე (1874-1939)
რეზიუმე: სანდრო კავსაძე - მომღერალ-მგალობელთა ცნობილი გვარის შთამომავალი ქართლ-კახურ სიმღერა-გალობას ბავშვობიდან ეზიარა. ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გორის სასულიერო სემინარიაში სანდრო სიმღერა-გალობის ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა. მოგვიანებით იგი ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსებულ გუნდში, სოლისტად მიიწვიეს.1894 წელს თავად სანდრო ქმნის მეორე გუნდს, სადაც ვანო სარაჯიშვილი და მიხეილ კავსაძე მღეროდნენ. 1897 წელს სანდრო კავსაძემ ფოთში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით შექმნა გუნდი, რომელმაც საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა.1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი თავის ძმის შვილს მიხეილ კავსაძეს გადასცა, თვითონ კი საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა. იგი აარსებს გუნდებს ჭიათურაში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ტყიბულში. 1935 წლიდან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გუნდი ტრიუმფალურად გამოვიდა. დეკადიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ სანდრო კავსაძე უკურნებელმა სენმა შეიპყრო, მას სრულიად დაეკარგა ხმა, შემდეგ თანდათან დაუძლურდა და 1939 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: კახი კავსაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kavsadze_Sandro_recto.jpg547.37 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება