ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/133473
სათაური: Тифлисъ. Церковь и колокольня св. Давида съ северо-восточной стороны
სხვა სათაური: თბილისი. მამა დავითის ტაძარი და სამრეკლო. ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე
ავტორები: ერმაკოვი, დიმიტრი
Ермаков, Дмитрий Иванович
საკვანძო სიტყვები: ძველი თბილისი
"მამა დავითი"
ტაძარი
სამრეკლო
მთა
მთაწმინდა
Series/Report no.: Тифлисъ;№ 1297
რეზიუმე: მამა დავითის ტაძრის ისტორია უკავშირდება VI საუკუნეში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსულ, ცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთს, დავით გარეჯელს. მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერთა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც ათონის მთის მსგავსად, მამადავითს მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. 1859 წელს კი დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც საბოლოოდ იკურთხა 1871 წლის 22 სექტემბერს ეგზარხოს ევსევის მიერ. 1929 წლიდან მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
აღწერილობა: მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძარი. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
1297.jpg681.16 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება