ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/131712
სათაური: რაჟდენ ხუციშვილი
ავტორები: ვლადიმიროვი, პ.
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ხუციშვილი, რაჟდენი
ობსერვატორია
გამოცემის თარიღი: 3-Dec-2015
რეზიუმე: რაჟდენ ბათლომეს ძე ხუციშვილი - პროფესორი, გამოჩენილი ფიზიკოსი. იგი დაიბადა 1887წელს კახში.1912 წელს რაჟდენ ხუციშვილმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ჩარიცხეს ასპირანტად. 1920 წელს იგი მიავლინეს გერმანიაში,საპროფესორო წვრთნის გასავლელად. იქ იგი ისმენდა პლანკის, აინშტაინის, დაუეს და სხვა გამოჩენილი მეცნიერების ლექციებს…საქართველოში დაბრუნების შემდეგ რ. ხუციშვილი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად. 1927 წელს გადაიყვანეს ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილების გამგედ, შემდეგ კი მაგნეტიზმის და ატმოსფერული ელექტრობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ამავე დროს იგი ხელმძღვანელობდა არქტიკის ყველა მაგნიტურ ობსერვატორიას. 1931-41 წლებში რაჟდენ ხუციშვილი ისევ თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა მათემატიკის პროფესორად და გეოფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-კონსულტანტად.გარდაიცვალა 1942 წელს.
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია.გადაღებულია თბილისში.
მფლობელი: ლალი ყაჯრიშვილი
შესულია კოლექციებში:სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
tiko027.jpg322.03 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
tiko026.jpg183.77 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება