ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/12107
სათაური: ქართული სამოკავშირეო შტაბის სამხედრო განყოფილების თანამშრომლები ბერლინში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ემიგრანტები
ქართული ლეგიონი
სამხედრო პირი
სამხედრო ფორმა
გაბლიანი, გივი ეგნატეს ძე (1915-2001)
დადიანი, მიხეილ
ოქროპირიძე, შალვა
გაბაშვილი, რევაზ
გამოცემის თარიღი: 1943
რეზიუმე: გივი ეგნატეს ძე გაბლიანი - სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი. დაიბადა სვანი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას თბილისში, შემდეგ მიუნხენში. მეორე მსოფლიო ომის იბრძოდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წ. დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის „ტამარა-II“-ის მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებული შტატებში, დასახლდა ნიუ ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა. გაბლიანის ვრცელი მოგონებები მეორე მსოფლიო ომზე ქართულად ითარგმნა და გამოიცა 1998 წელს. გაბლიანს ცოლად ჰყავდა (1945 წლიდან) ქართველი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის გრიგოლ ალჩიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919—2006). მათი შვილები: გრიგოლი, ვერა და ეთერი აშშ-ში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. შალვა ოქროპირიძე - კაპიტანი, ქართ. ლეგიონის 1 ასეულის უფროსი, გერმანიაში "ქართული გაზეთი"-ს თანამშრომელი. თავადი მიხეილ დადიანი - ქართული ბატალიონის “ბერგმანის” კავალერიის ესკადრონის მეთაური
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ბერლინში
მფლობელი: გიორგი მამულია
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Georgische Verbindungsstab.jpg71.36 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება