ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1209
სათაური: პეტრე უმიკაშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
უმიკაშვილი, პეტრე (1834-1904)
რეზიუმე: პეტრე უმიკაშვილი (1834-1904, თბილისი), ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლიტერატორი და პუბლიცისტი. დაიბადა თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. საქართველოში დაბრუნებისთანავე უმიკაშვილი ცნობილი გახდა ლიტერატურული ნარკვევებით, თარგმანებით, პიესებით. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვებით, რომლის პირველი გამოცემა შედგა 1874 წელს. გარდა ამისა უმიკაშვილმა მოამზადა რამდენიმე გამოცემა სახალხო სიმღერებისა და მდიდარი ფოლკლორული კოლექციების. მისი "ხალხური სიტყვიერება", სადაც პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული მასალის უმრავლესი ნაწილია მოთავსებული, გამოიცა 1964 წელს 4 ტომად სახელმწიფო (მაშინ საბჭოთა) მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
umikashvili petre..jpg168 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება