ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/114267
სათაური: | უჩა კაჭარავა და აალექსანდრე (ალეკო) ქობალავა |
საკვანძო სიტყვები: | კაჭარავა, უჩა ქობალავა, ალექსანდრე (ალეკო) |
გამოცემის თარიღი: | 1970 |
რეზიუმე: | მარცხნიდან: უჩა კაჭარავა (1954-1994) ექიმი-კარგდიოლოგი გახდა, ალექსანდრე (ალეკო) ქობალავა (1953-1994) - ავტოინჟინერი. |
აღწერილობა: | ისინი, თითქმის თანატოლები, ორნივ - სექტემბერში დაბადებულნი, ერთ კლასში სწავლობდნენ ქ. აბაშის N 1 საშუალო სკოლაში. გაცნობის პირველივე დღიდან დამეგობრებულებმა, თავიანთი „მეორე მე“ იპოვეს ერთურთში. უჩა კაჭარავა (მარცხნივ) ექიმი-კარგდიოლოგი გახდა, ალექსანდრე (ალეკო) ქობალავა - ავტოინჟინერი და ორივენი, უზადო პროფესიონალები, მშობლიურ აბაშას დაუბრუნდნენ სამუშაოდ. უერთმანეთოდ ერთ დღესაც ვერ ძლებდნენ. ბევრი რამ ამსგავსებდათ: რწმენა, ინტელექტი, პატიოსნება, რომანტიკულობა, სამართლიანობა და, უმთავრესი, სამშობლოს შეუბღალავი სიყვარული... 1994-ში, იანვარში, 39 წლის უჩა კაჭარავა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა (მას დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი), იმავე წლის 6 სექტემბერს (დაბადების დღის წინა დღეს) უბედურმა შემთხვევამ შეიწირა ალეკოს სიცოცხლე... აბაშა ვერასოდეს და არასოდეს დაივიწყებს განუყრელ მეგობრებს... მილდა ჩაგანავა 29 სექტემბერი 2015 წელი. |
მფლობელი: | ნატო ფანცულაია |
შესულია კოლექციებში: | აბაშის ციფრული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
ScanImage395.jpg | 210.88 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება