ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/114260
სათაური: | დავით ჭავჭავაძე |
საკვანძო სიტყვები: | ჭავჭავაძე, დავით პავლეს ძე (1924-2014) |
გამოცემის თარიღი: | 1938 |
რეზიუმე: | დავით ჭავჭავაძე (დ. 20 მაისი 1924, ლონდონი) — ქართული წარმოშობის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი ოფიცერი,ამერიკელი მწერალი-პუბლიცისტი. დაიბადა ემიგრანტების ოჯახში. მამის, პავლეს, მხრიდან დავით ჭავჭავაძე პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალია; დედამისი ნინა კი რუსეთის მეფეთა დინასტიის, რომანოვების, წარმომადგენელი იყო. პაპა — ალექსანდრე ჭავჭავაძე ბოლშევიკების რეჟიმს ემსხვერპლა. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ნიუ-იორკში დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აშშ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 1945 წელს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1950 წელს CIA-ის საბჭოთა კავშირის განყოფილების სამსახურში ჩადგა. 1974 წელს ჭავჭავაძე გადადგა და მას შემდეგ რამდენიმე ნაშრომი დაწერა ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე, მ.შ. „დიდი მთავრები", „ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეზე მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები — 1941-1945" და მოგონებები „გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში". კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში, კერძო კომპანიების შეკვეთით დავითი გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის შესახებ და ინგლისურ ენაზე რამდენიმე რუსული ნაწარმოებიც გადათარგმნა. დავით ჭავჭავაძის უფროსი ქალიშვილი მარიამი საქველმოქმედო ორგანიზაციის „საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციის" აღმასრულებელმი დირექტორია. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | ქართველები საზღვარგარეთ |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
david03p.jpg | 195.51 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება