ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/112011
სათაური: ორი უპოვარი - მაია გაბელაია და გუჯუ ლაბახუა
საკვანძო სიტყვები: გებელაია, მაია
ლაბახუა, გუჯუ
გამოცემის თარიღი: 21-Sep-2015
რეზიუმე: მარცხნიდან: მაია გაბელაია, გუჯუ ლაბახუა.
აღწერილობა: მეგობარმა პაოლო იაშვილის პარიზელი კლოშარები შემახსენა . ეს იყო, მგონი, ხუთშაბათს. რაღაც დამთხვევით, პარასკევს სხვა მეგობარმა, თანამშრომელმა, ეს ფოტო მიჩვენა, _ციფრული ფოტომატიანისათვის მოეტანა... მე და ჩემი და ვცხოვრობთ მოკეთეების მეზობლად, იმ ეზოს გვერდით, სადაც უცხოვრია ფოტოზე გამოსახულ სამეგრელოში ცნობილ მაიას (მაიეს). მე რომ დავიბადე, ჯერაც ცოცხალი ყოფილა ჩვენებური ფუფალა. სამწუხაროდ, ფოტოზე არ მოჩანს მისი ჩანჩხურა-კაკილა-მძივები, არადა, მსმენია, რომ უმძივოდ არავის უნახავს...არასოდეს. ფრაზას_"მაიესავით, რად აჩანჩხულხარ ამდენი სამკაულითო_ დღესაც ხშირად გაიგონებთ. არადა, ის გარდაცვლილა მალევე სტალინის გარდაცვალებიდან თუ მანამდე ცოტათი ადრე, ე.ი. 50-იან წლებში...ჩალაბულაში, სკინტლსა და სკორეში, თაღლით-თვლებით კი არა, მართლა ძვირფასი ლითონითა და სპეკალ-აღრალებით დამზადებული სამკაულები უნახავთ უშვილძირო ქალის ქონების სახელმწიფო აღმწერებს და... გაოგნებულან ჩემი ბაბუ და ბებო, მათსავით მოწმეებადდაძახებული სხვა მეზობლებიც. უცნაური ქალი ყოფილა მაიე...ვნანობ, რომ , როცა დრო იყო, მისი ისტორია არ ჩავინიშნე. მგონი, სიყვარულში განცდილი კრახის გამო გასხვანაირებულიყო საბრალო... ახლა, კლოშარ-მათხოვარნი რა შუაშიაო,_გაგიკვირდებათ. გეტყვით: ფოტოს უკანა მხარეს ეწერა: მაია გაბელაია და გუჯუ ლაბახუა. როგორ თუ, გუჯუ-მეთქი!_გავოცდი. ალბათ, ბავშვობაში მილიონჯერ განაგონის გამო (''გუჯუ, გუჯუ ლაბახუა! კარს(ი) მუშენ უბახუა?!."_"გუჯუ, გუჯუ ლაბახუა, კარზე რატომ აბრახუნებ?!") მე იგი წარმომიდგებოდა ყარამან ყანთელივით, გმირად და არა მთხოვარად. ლაბახუები აბაშაში არ ცხოვრობენ. სადაური იყო იგი, მაიესთან შემთხვევით იყო თუ ...სულაც მაიეს "შიოლა" იყო, ვინ იცის _რისგან გაუბედურებული... უნდა ვეძებო ჩემზე უფრო დროულნი, ვაამბობინო ... მილდა ჩაგანავა 14 სექტემბერი, 2015 წ.
მფლობელი: ნონა ესაკია
შესულია კოლექციებში:აბაშის ციფრული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
ScanImage356.jpg161.66 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება