ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/108853
სათაური: ქართველი გენერლების ლხინი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჯორჯაძე, ირაკლი ივანეს ძე (1917-1992)
დოლიძე, ლევან (1939)
ხატიაშვილი, ოთარ გიორგის ძე (1928)
კალაძე, ნიკოლოზ ივანეს ძე (1909-1997)
გამოცემის თარიღი: 17-Mar-1989
რეზიუმე: ლევან დოლიძე - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის პირველი უფროსი, სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი სამხედრო საკითხებში, მრავალი პუბლიკაციის, ბროშურის და წიგნის ავტორი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. ირაკლი ჯორჯაძე - არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სამხედრო აკადემიების კათედრის უფროსი (1946-1975), სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაჯილდოებულია 12 ორდენით და 16 მედლით. ნიკოლოზ კალაძე - გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 190-ე მსროლელი დივიზიის მეთაური 1941 წლიდან, 38-ე არმიის სარდლის მოადგილე (1961-1962), მრავალი სამხედრო წიგნის ავტორი, დაჯილდოებულია 12 ორდენით და 21 მედლით. ოთარ ხატიაშვილი - გენერალ-მაიორი, სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოს უფროსი კამჩატკის ოლქში (1976-1979), აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (1979-1981), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (1991), დაჯილდოებულია 3 ორდენით და 12 მედლით
აღწერილობა: მარცხნივ ფეხზე დგას ირაკლი ჯორკაძე, მის მარჯვნივ ზის ლევან დოლიძე, უკანა პლანზე მარცხნიდან მეორე - ნიკოლოზ კალაძე და ოთარ ხატიაშვილი
მფლობელი: ლევან დოლიძე
შესულია კოლექციებში:ლევან გიორგის ძე დოლიძის კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
dolidze-018.jpg239.68 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება