Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97922
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2015-06-02T13:00:20Z-
dc.date.available2015-06-02T13:00:20Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/97922-
dc.descriptionფოტო გადაღებულია საფრანგეთში. მარცხნიდან გიორგი კვინიტაძე, ცენტრში ქაქუცა ჩოლოყაშვილი.en_US
dc.description.abstractქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი – ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. საქართველოს ეროვნული გმირი. ბაბო დადიანის ოჯახის მეგობარი. გიორგი კვინიტაძე (ჩიქოვანი) - გენერალი, რომლის სახელსაც დემოკრატიული საქართველოს პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები უკავშირდებადაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური მან დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში,რისთვისაც დაჯილდოვდა წმ.გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ–მაიორის წოდებით შეხვდა. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით, რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918–1921 წწ. განმავლობაში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი, თუმცა მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა სამშობლო. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectკვინიტაძე, გიორგი ივანეს ძე (1874-1970)en_US
dc.subjectჩოლოყაშვილი, ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე (1888-1930)en_US
dc.subjectემიგრანტებიen_US
dc.subjectეროვნული გმირიen_US
dc.titleქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი კვინიტაძე ქართველ ემიგრანტთა ჯგუფთან ერთადen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderგიორგი მამულიაen_US
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
mamulia_27.jpg910.92 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.