მხატვრების სახელოსნოები : [22] Collection home page

Logo
border

ყველამ იცის, რომ ნიკალა თბილისში, კიბის ქვეშ, სარდაფში ცხოვრობდა და ხატავდა. და ალბათ, ყველას ენდომებოდა თუნდაც იმ ერთი ფოტოს ნახვა, თუ როგორ მუშაობდა გენიალური ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი - ნიკო ფიროსმანაშვილი. სამწუხაროა, რომ მაშინ ფოტოგრაფია განსაკუთრებული ფუფუნების საგანი იყო და მხოლოდ შეძლებულთა ოჯახებს შეეძლოთ ფოტოგრაფის დაქირავება. რა თქმა უნდა, ღარიბი მხატვრისთვის ფოტოს არავინ გაიმეტებდა.

სწორედ ამ აღმოჩენამ გვიბიძგა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი იდეისკენ - გადაგვეღო ქართველი მხატვრები თავიანთ ჩვეულ გარემოში, მუშაობის პროცესში - ასე დაემატა პროექტ „ფიროსმანს“ ახალი გრაფა, „მხატვრების სახელოსნოები“. მხატვრის ჯადოსნურ სახელოსნოში ცალი თვალით „შეჭყეტა“ ხომ ხელოვნების ნებისმიერი მოყვარულის ოცნებაა.

ვთვლით, რომ არტისტის სამუშაო გარემო კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. აქ პერიოდულად დაემატება ქართველი მხატვრების მუშაობის ამსახველი ფოტოები თავიანთ სახელოსნოებში.

ჩვენი მიზანია, რომ მომავალმა თაობამ უფრო მეტი რამ გაიგოს ქართველი მხატვრების შესახებ - თუ როგორ და სად ხატავდნენ ისინი. რომ ათწლეულების შემდეგ, როდესაც ახლანდელი თანამედროვე მხატვრები უკვე ისტორია გახდება, ყველას ჰქონდეს საშუალება, ნახოს, თუ როგორ და სად იქმნებოდა ხელოვნების შედევრები.

Browse
Subscribe to this collection to receive daily e-mail notification of new additions RSS Feed RSS Feed RSS Feed
Collection's Items (Sorted by Submit Date in Descending order): 21 to 22 of 22
PreviewIssue DateTitleAuthor(s)
DSC_7428.jpg.jpg2015ეკატერინე აბულაძის სახელოსნო-
DSC_7395.jpg.jpg2015ეკატერინე აბულაძის სახელოსნო-
Collection's Items (Sorted by Submit Date in Descending order): 21 to 22 of 22