ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/64202
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.coverage.temporalXX საუკუნის დასაწყისიen_US
dc.date.accessioned2014-11-20T06:46:38Z-
dc.date.available2014-11-20T06:46:38Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/64202-
dc.descriptionფოტოს გადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractგიორგი კვინიტაძე (ჩიქოვანი) - გენერალი რომლის სახელსაც დემოკრატიული საქართველოს პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები უკავშირდება.დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური მან დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში,რისთვისაც დაჯილდოვდა წმ.გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ–მაიორის წოდებით შეხვდა. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით, რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918–1921 წწ. განმავლობაში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი, თუმცა მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა სამშობლო. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარაen_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectკვინიტაძე, გიორგი ივანეს ძე (1874-1970)en_US
dc.subjectსამხედრო ფორმაen_US
dc.subjectსამხედრო პირიen_US
dc.titleგიორგი კვინიტაძეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლევან ურუშაძეen_US
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gererali_Giorgi_Kvinitadze.jpg111.53 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება