კოლექციის შეგროვება დაწყებულია საქართველოს საპატიო მონადირის ოთარ ლომთაძის მიერ XX საუკუნის 70–იან წლებში, როდესაც მოსკოვში, კოსმოსური კვლევის ინსტიტუტში უხდებოდა მივლინებით ყოფნა.4>კოლექციაში შესულია იმ მოსკოველ კოლექციონერებთან და იარაღთმცოდნეებთან შეძენილი კატალოგები და პრეისკურანტები, რომლებიც თავს იყრიდნენ სანადირო იარაღის ცნობილი მაღაზიის წინ (ул. Соломенной сторожки №14) და რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენდა სანადირო იარაღის შესწავლის სახალხო უნივერსიტეტს.4>მომდევნო წლებში კოლექცია შეივსო თბილისელ მონადირე ინტელექტუალთა და ბიბლიოფილთა კუთვნილი მასალით. ესენი არიან: მალაქია ხიდეშელი, ვალოდია ხუჯაძე, ბუდუ ჭელიძე, ოთარ ლორთქიფანიძე, ელგუჯა შანშიაშვილი, ბესო კირკიტაძე, ავთანდილ კვიტაშვილი, გიორგი ანდრონიკაშვილი, სერგო ასათიანი და ემილ ხარატიშვილი.
Browse
Collection's Items (Sorted by Submit Date in Descending order): 1 to 20 of 71
Collection's Items (Sorted by Submit Date in Descending order): 1 to 20 of 71