Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505364
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2024-07-11T09:49:43Z-
dc.date.available2024-07-11T09:49:43Z-
dc.date.issued1918-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505364-
dc.descriptionგურამ შარაძის კაბინეტიen_US
dc.description.abstractდგანან მარცხნიდან: ზია-ბეგ აბაშიძე (სანჯაკბეგიშვილი) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუსლიმთა წარმომადგენელი; ყადირ შერვაშიძე - ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი; სულეიმან დიასამიძე - ქართველი რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე. დაინტერესებული იყო ქართველი მუჰაჯირების ბედით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებთან და სხვა მუსლიმან ქართველებთან ერთად დააარსა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი და იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1919 წლის 31 აგვისტოს კომიტეტმა დიდი დევნისა და პანთურქულ მხარესთან დაპირისპირებების შემდეგ, შექმნა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო), რომელმაც ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე. 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, შემდეგ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ზის: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა. ფოტო გადაღებულია 1918 წელს, ტრაპიზონის ციხიდან გაქცევის შემდეგ.en_US
dc.subjectჯგუფურიen_US
dc.subjectაბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)en_US
dc.subjectაბაშიძე, ზია-ბეგ ჰუსეინის ძე (1875-1932)en_US
dc.subjectშერვაშიძე, ყადირ (1887-1919)en_US
dc.subjectდიასამიძე, სულეიმან (1893-1962)en_US
dc.titleმემედ აბაშიძე, ზია აბაშიძე, ყადირ შერვაშიძე და სულეიმან დიასამიძეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2617.jpg163.54 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.