Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503684
Title: შალვა დადიანი, პავლე საყვარელიძე, მემედ აბაშიძე და ნიკოლო მიწიშვილი
Keywords: ჯგუფური
დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)
ქართველი მწერალი
ქართველი დრამატურგი
ქართველი მსახიობი
მთარგმნელი
საყვარელიძე, პავლე (1882-1937)
,,დიდი პავლე"
ქართველი პოლიტიკოსი
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
მემედ-ბეგი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი მწერალი
პუბლიცისტი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელი
სირბილაძე, ნიკოლოზ იოსების ძე (1896- 1937)
მიწიშვილი, ნიკოლო (ფსევდონიმი)
ქართველი პოეტი
,,ცისფერყანწელთა" წევრი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
Issue Date: 1936
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან სხედან: შალვა დადიანი (შუაში) - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც; მარჯვნივ: პავლე საყვარელიძე - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. პარტიული ფსევდონიმი — „დიდი პავლე“ (რათა განესხვავებინათ „პატარა პავლესგან“); დგანან: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; ნიკოლო მიწიშვილი - - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წევრი. 1926-1928 წწ. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან. ასევე რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას". 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.
Description: გურამ შარაძის კაბინეტი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2662.jpgრექტო108.12 kBJPEGThumbnail
View/Open
2663.jpgვერსო81.28 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.