Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489859
Title: | აკაკი და თამარ პაპავები ქალიშვილებთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური პაპავა, თამარ (1888-1976) პაპავა, აკაკი (1890-1964) არგენტინა ქართველი ემიგრანტი ქართველები უცხოეთში |
Abstract: | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: პაპავების ქალიშვილები. სხედან: თამარ სიმონის ასული პაპავა (ქალიშვილობის გვარი - გოგოლაშვილი, ფსევდონიმები - ისახარი, ქოჩრიანი ტოროლა), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და მისი მეუღლე - აკაკი პაპავა - ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და სოციალისტ ფედერალისტთა პარტიის წევრი; 1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 წელს ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. აკაკი პაპავა გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს. თამარ პაპავა - მწერალი, აკაკი პაპავას მეუღლე და ცნობილი ქართველი მსახიობის – სიმონ გოგოლაშვილის ქალიშვილი. აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. |
Description: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი. |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | დეპოზიტარიუმი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(212).jpg | 225.16 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.