Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489662
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2024-03-20T11:58:09Z-
dc.date.available2024-03-20T11:58:09Z-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489662-
dc.descriptionგურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი.en_US
dc.description.abstractდგას: ვიქტორ ნოზაძე - ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი. 1920 წ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 ახალგაზრდასთან ერთად მიემგზავრება ევროპაში ცოდნის გასაღრმავებლად. ლონდონსა და ბერლინში ცხოვრებისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. ამავე პერიოდიდან იწყებს ჟურნალისტურ და რედაქტორულ საქმიანობას, გამოსცა ჟ. "ორნატი", შემდეგ დიდფორმატიანი ლიტერატურულ–მეცნიერული და პოლიტიკური ჟ. "კავკასიონი" (იყო რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი). უშვებდა სხვა ჟურნალებსაც–"თეთრი გიორგი", "ქართლოსი", "მამული". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. ვიქტორ ნოზაძის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა. გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე. მარცხნივ ზის გიორგი (გოგიტა) ფაღავა - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში; ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე. 1924 წელს დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია.en_US
dc.subjectჯგუფურიen_US
dc.subjectნოზაძე, ვიქტორ ივანეს ძე (1893-1975)en_US
dc.subjectფაღავა, გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე (1895-1924)en_US
dc.subjectსაფრანგეთის ემიგრაციაen_US
dc.subjectქართველი ემიგრანტიen_US
dc.subjectსაბჭოთა რუსეთის მსხვერპლიen_US
dc.titleვიქტორ ნოძაზე, გიორგი ფაღავაen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Givi_Kobakhidze_(154).jpg183.62 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.