Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489569
Title: | ნიკო ნიკოლაძე |
Keywords: | პორტრეტი ნიკოლაძე, ნიკო (1843-1928) |
Abstract: | ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ქალაქ ფოთის თავი (1894-1914), საქართველოს ეროვნული საბჭოსა (1917-1918) და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1920).საქართველოში მოქმედი ხალხოსნური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ჯერ ქუთაისის (1875), ხოლო მოგვიანებით - ტფილისის - საკრებულოს წევრი. ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „ნახშირის“ დაარსების ინიციატორი და გამგეობის წევრი (1889), ჟურნალ „მოამბის“ პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი (1894). ფოთის მერობის პერიოდში ზრუნავდა საზოგადოების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ხელმძღვანელობდა მრავალ სამეურნეო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივას. ნიკო ნიკოლაძემ გაატარა ღონისძიებები ჭაობების ამოსაშრობად, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, ცენტრალური პარკის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო და წყალსადენი ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება.იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დამფუძნებელი ყრილობის პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი,1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ჩართული იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისა და ოსმალეთის იმპერიას შორის მოლაპარაკეკებში (1819), იყო ამიერკავკასიის დელეგაციის წევრი. |
Description: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი. |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | დეპოზიტარიუმი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(132).jpg | 241.69 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.