Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/465621
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorПанова, В.-
dc.coverage.spatialახალი ათონი (აფხ. Афон Ҿыц) (ყოფ. ფსირცხა - გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს) - ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ფსირცხას შესართავში. ზღვის დონიდან 50 მ. გუდაუთიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ხოლო სოხუმიდან - 18 კმ-ით. 1938 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით კურორტი ფსირცხა გამოეყო ფსრიცხის სასოფლო საბჭოს, გარდაიქმნა დაბად და შეიქმნა ფსირცხის სადაბო საბჭო. 1948 წელს ფსირცხას ახალი ათონი ეწოდა. 1952 წელს შეიქმნა ახალი ათონის რაიონი, რომელიც მომდევნო წელს კვლავ გუდაუთის რაიონს შეუერთდა. ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.). ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.en_US
dc.date.accessioned2023-10-26T12:13:24Z-
dc.date.available2023-10-26T12:13:24Z-
dc.date.issued1983-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/465621-
dc.description„კავკასიის შავი ზღვის სანაპირო“ საფოსტო ბარათების ნაკრები - 18 ღია ბარათთ.en_US
dc.description.abstractახალი ათონი (აფხ. Афон Ҿыц) - ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფსირცხა. ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.). ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. სოხუმიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს შორის საყოველთაოდ ცნობილია: წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (VII-VIII ს.ს.), ახალი ათონის მამათა მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დააარსეს, ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ივერიის მთაზე, ანაკოფიის ტაძარი (VII-VIII ს.ს.). ახალი ათონის ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა და ტურისტთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს ბუნების შესანიშნავი ძეგლი – ახალი ათონის მღვიმე, მსოფლიოს უგრძესი მღვიმე მღვიმურ სისტემათა შორის. იგი მეზოზოური ასაკის კირქვებშია წარმოქმნილი და დარბაზების ნაკრებს წარმოადგენს. ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა ციტრუსების და ყურძნის მეურნეობები. ახალ ათონში მოქმედებდა 1 სანატორიუმი, 1 დასასვენებელი სახლი, 1 პანსიონატი და 3 ტურისტული ბაზა .en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisher«Планета»en_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectსაფოსტო ბარათიen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectბარათიen_US
dc.subjectქალაქი ახალი ათონიen_US
dc.subjectახალი ათონიen_US
dc.subjectНовый Афонen_US
dc.subjectპანორამაen_US
dc.subjectПанорама-
dc.subjectაფხაზეთის არ-
dc.titleახალი ათონიen_US
dc.title.alternativeკავკასიის შავი ზღვის სანაპირო - საფოსტო ბარათებზეen_US
dc.title.alternativeკურორტებიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0342 b.jpgვერსო59.02 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0342 a.jpgრექტო155.6 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.