Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454962
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorSass, Luca-
dc.coverage.spatialვენა (გერმ. Wien [viːn]) - ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა მხარიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში, მთელი ავსტრიის მოსახლეობის ¼-ზე მეტი.) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი. ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA). ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან. ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას. ამ დროიდან იგი განვითარდა, როგორც ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.en_US
dc.date.accessioned2023-08-10T18:57:40Z-
dc.date.available2023-08-10T18:57:40Z-
dc.identifier.issn9027116100067-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454962-
dc.descriptionბარათი ნაპოვნია "მაკულიტერატურას" გადასამუშავებელ მასალაში.en_US
dc.description.abstractვენის სახელმწიფო ოპერა (გერმ. Wiener Staatsoper) მდებარეობს ვენაში, ავსტრია, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში. 1920 წლამდე "ვენის კარის ოპერა" ერქვა (k.k. Hofoper). ოპერის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დირიჟორი იყო გუსტავ მალერი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მალერმა აღზარდა მომღერალთა ახალი თაობა, მათ შორის ანა ბარ-მილდენბურგი, სელმა კურცი და ლეო სლეზაკი. მასვე ეკუთვნის სცენის ისტორიული მდიდრული დეკორაციების უფრო მოდერნისტულ, იუგენდსტილის გემოვნებით შეცვლა. მალერმა შემოიღო თეატრში წარმოდგენის დროს განათების დამუქების პრაქტიკა, რასაც თავდაპირველად მაყურებელთა წინააღმდეგობა შეხვდა. კომპანიას ამჟამად სეიჯი ოზავა მეთაურობს. ვენის ოპერის სხვა დირიჟორთა შორის იყვნენ ჰანს რიხტერი, ფელიქს ვაინგარტნერი, რიხარდ შტრაუსი, კლემენს კრაუსი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ბრუნო ვალტერი, კარლ ბომი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ლორინ მააცელი, კლაუდიო აბადო და რიკარდო მუტი. ფონ კარაიანის დირექტორობამდე ვენის ოპერას პერმანენტული ანსამბლი ჰყავდა. ფონ კარაიანმა შემოიღო მოწვეულ მომღერალთა პრაქტიკა. თეატრს მჭიდრო კავშირი აქვს ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან, რომლის წევრები ვენის სახ. ოპერის ორკესტრიდან ირჩევიანen_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectბარათიen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectსაფოსტო ბარათიen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectვენაen_US
dc.subjectVIENen_US
dc.subjectVIENNAen_US
dc.subjectVIENNEen_US
dc.subjectVIENNAen_US
dc.subjectVIENAen_US
dc.subjectავსტრიაen_US
dc.subjectAUCtRIAen_US
dc.subjectოპერაen_US
dc.subjectOperen_US
dc.titleვენის სახელმწიფო ოპერა (ავსტრია)en_US
dc.title.alternativeმსოფლიოს ქალაქები ღია საფოსტო ბარათებზეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0328 b.jpgვერსო25.66 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0328 a.jpgრექტო134.37 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.