Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454616
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorКостенко, Г.-
dc.coverage.spatialგელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი.en_US
dc.date.accessioned2023-08-08T19:37:10Z-
dc.date.available2023-08-08T19:37:10Z-
dc.date.issued1978-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454616-
dc.descriptionბარათი ნაპოვნია გამომცემლობა "პალიტრა L" მაკულატურის შემგროვებელ პუნქტში - ქუთაისში.en_US
dc.description.abstractგელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. მის ანდერძში ვკითხულობთ: “დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ”. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. ანსამბლი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათის მონასტერი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე და სხვა. მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო და დაწყებული საქმიანობა მისმა შვილმა - დემეტრემ გააგრძელა. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერი აღადგინეს და ახალი მამულები შესწირეს. ბაგრატ III-ს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა. გელათის მონასტერი მდიდარ ხელნაწერთა ფონდსა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებს ფლობდა, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია დაცული. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherМинистерство связи СССРen_US
dc.subjectბარათიen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectსაფოსტო ბარათიen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectსაქართველოს სსრen_US
dc.subjectГрузинская ССРen_US
dc.subjectგელატის არქიტექტურული ანსამბლი XII s.en_US
dc.subjectГелатский архитектурный ансамбль XII d.en_US
dc.subjectქუთაისიen_US
dc.subjectКутаисиen_US
dc.subjectტყიბულის რაიონიen_US
dc.subjectტყიბულის მუნიციპალიტეტიen_US
dc.titleგელათის არქიტექტურული ანსამბლი = Гелатский архитектурный ансамбльen_US
dc.title.alternativeსაქართველოს ეკლესია-მონასტრენი საფოსტო ბარათებზეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0327 b.jpgვერსო59.51 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0327 a.jpgრექტო212.61 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.