ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439461
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.coverage.temporalმე-20 საუკუნის 80-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2023-03-29T12:23:52Z-
dc.date.available2023-03-29T12:23:52Z-
dc.date.issued2023-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439461-
dc.descriptionსხედან მარცხნიდან: გონერ ჭეიშვილი, დავით კვიცარიძე, ბეჟან ნამიჭეიშვილი, დგანან: მარცხნივ ოთარ ქანდარია, მარჯვნივ რეზო რამიშვილი. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.en_US
dc.description.abstractგონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. დავით კვიცარიძე (2.05.1920- **.**.1998, ქუთაისი) - დრამატურგი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1941-1943 წლებში იყო ბელორუსიაში მოქმედი ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის დაზვერვის უფროსი და რაზმის მეთაურის მოადგილე. 1943 წელს, ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში. 1957-1989 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული წიგნი (მოთხრობა პარტინაზებზე) "ორდიშევის ტყეში" 1957 წელს; ლექსების პირველი კრებული "გზა" 1959 წელს გამოსცა. ავტორია ლექსისა "ქუთაისი", რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის პოპულარული სიმღერა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ და პოლონურ ენებზე. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ოთარ ქანდარია (08.07.1937-2015) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ოთარ ქანდარიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კერძო კოლექციებში. რეზო რამიშვილი – მოქანდაკე. ბეჟან ნამიჭეიშვილი -(14.10.1951, ვანი) - კრიტიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectჭეიშვილი, გონერი (1944-2021)en_US
dc.subjectქანდარია, ოთარი (1937-2015)en_US
dc.subjectკვიცარიძე, დავითი (1920-1998)en_US
dc.subjectნამჭეიშვილი, ბეჟანი (14.10.1951)en_US
dc.subjectრამიშვილი, რეზოen_US
dc.subjectდრამატურგიen_US
dc.subjectპოეტიen_US
dc.subjectმწერალიen_US
dc.subjectკრიტიკოსიen_US
dc.subjectჟურნალისტიen_US
dc.subjectფილოლოგიen_US
dc.subjectსაზოგადო მოღვაწეen_US
dc.subjectმოქანდაკეen_US
dc.titleგონერ ჭეიშვილი, ოთარ ქანდარია, დავით კვიცარიძე, რეზო რამიშვილი და ბეჟან ნამიჭეიშვილიen_US
dc.title.alternativeგიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderგიორგი ჭეიშვილიen_US
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
8.jpg12.85 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება