ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439182
სათაური: გონერ ჭეიშვილი, რეზო ჭეიშვილი და მარინა ვერულაშვილი
სხვა სათაური: გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჭეიშვილი, გონერი (1944-2021)
ჭეიშვილი, რევაზ (რეზო) ბენედიქტეს ძე (1933-2015)
ვერულაშვილი, მარინა
მწერალი
დრამატურგი
გამოცემის თარიღი: 2023
რეზიუმე: გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. რეზო ჭეიშვილი (24.04.1933, ქუთაისი – 11.09.2015.) – მწერალი და დრამატურგი. სკკპ წევრი 1968 წლიდან. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. იყო: კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995), საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. მიღებული აქვს ჯილდოები: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, რუსთაველის პრემია, საბა (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის). აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რისთვისაც რეზო ჭეიშვილს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.
აღწერილობა: მარცხნიდან: გონერ ჭეიშვილი, მარინა ვერულაშვილი (რეზო ჭეიშვილის მეუღლე) და რეზო ჭეიშვილი. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: გიორგი ჭეიშვილი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
7.jpgრექტო15.61 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება