Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439116
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.temporal21-ე საუკუნის 10-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2023-03-28T11:49:08Z-
dc.date.available2023-03-28T11:49:08Z-
dc.date.issued2023-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439116-
dc.descriptionმარცხნიდან: ზურაბ კუხიანიძე, რეზო და გონერი ჭეიშვილები. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.en_US
dc.description.abstractგონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი -2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. რეზო ჭეიშვილი (24.04.1933, ქუთაისი – 11.09.2015.) – მწერალი და დრამატურგი. სკკპ წევრი 1968 წლიდან. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. იყო: კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995), საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. მიღებული აქვს ჯილდოები: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, რუსთაველის პრემია, საბა (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის). აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რისთვისაც რეზო ჭეიშვილს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში. ზურაბ კუხიანიძე -(30.09.1930-28.07.2023, ქუთაისი)- მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. 1954 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1954-1977წწ. იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1952 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული "გაფრენილი წეროები"; ავტორია ლირიკულ ლექსთა კრებულებისა "ბროწეულების ცეცხლი" (1963), "გულისცემა" (1970), "ათინათი" (1972), "როგორც ცერზე მიმინო" (1975), "როცა სისხლი ლაპარაკობს" (1977), "ეს ოთხი წელი" (1980) და სხვ., საბავშვო ლექსებისა ("კალიების კარნავალი", 1975), მოთხრობებისა ("წყალწითელა", 1971; "შატილელი შავლეგო", 1977) და სხვ. არის 40-მდე წიგნის ავტორი.დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectჭეიშვილი, გონერი (1944-2021)en_US
dc.subjectჭეიშვილი, რევაზი (რეზო) ბენედიქტეს ძე (1933-2015)en_US
dc.subjectკუხიანიძე, ზურაბი (1930-2003)en_US
dc.subjectმწერალიen_US
dc.subjectპოეტიen_US
dc.titleგონერი ჭეიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ზურაბ კუხიანიძეen_US
dc.title.alternativeგიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderგიორგი ჭეიშვილიen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
14.jpgრექტო17.71 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.