Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/427198
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialქუთაისი – ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.en_US
dc.date.accessioned2023-02-01T16:40:23Z-
dc.date.available2023-02-01T16:40:23Z-
dc.date.issued2011-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/427198-
dc.descriptionნაკრებში არის 15 ღია ბარათი.en_US
dc.description.abstractქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარეში, მდინარე რიონის ნაპირებზეა განლაგებული. ქუთაისია იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან დასტურდება კოლხური კულტურის არსებობა. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIIIს) დედაქალაქად თვლიდნენ. ქალაქის ძველი სახელებია: აია, ქუთაია და ქუთათისიუმი. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია ვრცელი დასახლების კვალი. VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს კი იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი გახლდათ. X საუკუნეში ქუთაისი ახალგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა. აქ ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი. სწორედ დავით აღმაშენებელმა ააგო ქუთაისთან ახლოს გელათის ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმათლებლო კერა გახდა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა სამეფო ტახტი თბილისში გადაიტანა, თუმცა ქუთაისი კვლავ მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა, როგორც კულტურული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. დღესდღეობით ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და კულტურით. აქ ფუნქციონირებს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, მუზეუმი, თეატრი, გალერეები და ა.შ. ქალაქში ასევე არის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, კინო და სხვა მნიშვნელოვანი ობიქტები, სადაც კომფორტულ დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. ქუთაისი ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. უქიმერიონის ციხე, გელათი, ბაგრატის ტაძარი, ასევე სხვა მრავალი კულტურისა თუ ბუნების ძეგლი და თავად ქალაქის სილამაზე აუცილებლად შეგაყვარებთ ქუთაისს.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectძველი ქუთაისიen_US
dc.subjectOLD KUTAISIen_US
dc.subjectქუთაისიen_US
dc.titleძველი ქუთაისიen_US
dc.title.alternativeქუთაისი ღია ბარათებზეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
KUTAISI 00005 b.jpgრექტო151.61 kBJPEGThumbnail
View/Open
KUTAISI 00005 c.jpgრექტო149.2 kBJPEGThumbnail
View/Open
KUTAISI 00005 d.jpgრექტო156.61 kBJPEGThumbnail
View/Open
KUTAISI 00005 f.jpgრექტო51.43 kBJPEGThumbnail
View/Open
KUTAISI 00005 e.jpgრექტო119.71 kBJPEGThumbnail
View/Open
KUTAISI 00005 a.jpgრექტო148.03 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.