ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426741
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.coverage.spatialქუთაისი – ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.en_US
dc.date.accessioned2023-01-31T18:37:00Z-
dc.date.available2023-01-31T18:37:00Z-
dc.date.issued2011-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426741-
dc.descriptionნაკრებში არის 15 ღია ბარათი.en_US
dc.description.abstractთეთრი ხიდი - მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს. მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია. ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა. ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectძველი ქუთაისიen_US
dc.subjectOLD KUTAISIen_US
dc.subjectთეთრი ხისიen_US
dc.subjectWhite Bridgeen_US
dc.titleძველი ქუთაისი. თეთრი ხიდიen_US
dc.title.alternativeღია ბარათები ქუთაისზეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
KUTAISI 00012 b.jpgვერსო8.35 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
KUTAISI 00012 a.jpgრექტო163.9 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება