ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426401
სათაური: ძველი ქუთაისი. წითელი და თეთრი ხიდი
სხვა სათაური: ღია ბარათი
საკვანძო სიტყვები: ღია ბარათი
ძველი ქუთაისი
OLD KUTAISI
წითელი ხიდი
Red Bridge
თეთრი ხიდი
White Bridge
გამოცემის თარიღი: 2011
რეზიუმე: წითელი ხიდი - პირველი რკინის ხიდი,რომელიც წითელი ხიდის სახელით არის ცნობილი ექსპლუატაციაში 1862 წლის მაისში გეშვა.ამბობენ,რომ წითელი ხიდისათვის საჭირო მასალა იმ ფაბრიკიდან ჩამოითანეს სადაც თავის დროზე ეიფელის კოშკი აიგო.ეს დადასტურებული არ არი მაგრამ ცხადია რომ მასალა საფრანგეთში შეუკვეთეს. თეთრი ხიდი - მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს. მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია. ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა. ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა.
აღწერილობა: ნაკრებში არის 15 ღია ბარათი.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
KUTAISI 00010 b.jpgვერსო11.32 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
KUTAISI 00010 a.jpgრექტო147.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება