ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415897
სათაური: | ლიკანი. ახალი საკურორტო პოლიკლინიკა |
სხვა სათაური: | საქართველოს კურორტები |
საკვანძო სიტყვები: | ღია ბარათი საფოსტო ბარათი ბარათი ლიკანი Ликани Likani ახალი საკურორტო პოლიკლინიკა Новая курортная поликлиника A new health resort polyclinic |
გამოცემის თარიღი: | 1973 |
გამომცემელი: | Тбилиси, ТЦР |
Series/Report no.: | ბორჯომი - Боржоми - Borjomi; |
რეზიუმე: | კურორტი ლიკანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ბორჯომში, ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალება მინერალური წყალია, რომელსაც იყენებენ როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვისაც. ლიკანის მინერალურ წყალს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზის სიუხვე ახასიათებს, რაც 1500 მეტრის სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს. ლიკანში, მტკვრის პირას ულამაზესი ტყეპარკია გაშენებული, სადაც ასწლოვანი მუხები ხარობს. პარკის ცენტრში კი ბორჯომის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომანოვების სასახლე დგას, რომელიც რუსეთის დიდმა მთავარმა ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა არქიტექტორ ლეონტი ბენუას ააშენებინა ძმისთვის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-თვის 1892-95 წლებში. სასახლის ირგვლივ დეკორატიული სკვერია მოწყობილი. ლიკანში ასევე VII-IX საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების მონახულებასაც შეძლებთ, სადაც ოდესღაც აქტიური სამონასტრო ცხოვრებაც ყოფილა და საინტერესო კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. ეს კურორტი ნამდვილად შესანიშნავი ადგილია ბუნებაში, ტყეების სიგრილეში კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის და მიწისა და ხეების სურნელით გაჟღენთილ ბილიკებზე ხეტიალისთვის. ლიკანში სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთრით და ზალიან თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,0°C, აგვისტოსი კი - 20-25°C. |
აღწერილობა: | ბარათზე საკურორტო პოლიკლინიკა |
მფლობელი: | ლოლიტა ჭოლაძე |
შესულია კოლექციებში: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
BARATI 0232 b.jpg | ვერსო | 29.01 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
BARATI 0232 a.jpg | რექტო | 150.25 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება