Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415897
Title: ლიკანი. ახალი საკურორტო პოლიკლინიკა
Other Titles: საქართველოს კურორტები
Keywords: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ლიკანი
Ликани
Likani
ახალი საკურორტო პოლიკლინიკა
Новая курортная поликлиника
A new health resort polyclinic
Issue Date: 1973
Publisher: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;
Abstract: კურორტი ლიკანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ბორჯომში, ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალება მინერალური წყალია, რომელსაც იყენებენ როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვისაც. ლიკანის მინერალურ წყალს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზის სიუხვე ახასიათებს, რაც 1500 მეტრის სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს. ლიკანში, მტკვრის პირას ულამაზესი ტყეპარკია გაშენებული, სადაც ასწლოვანი მუხები ხარობს. პარკის ცენტრში კი ბორჯომის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომანოვების სასახლე დგას, რომელიც რუსეთის დიდმა მთავარმა ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა არქიტექტორ ლეონტი ბენუას ააშენებინა ძმისთვის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-თვის 1892-95 წლებში. სასახლის ირგვლივ დეკორატიული სკვერია მოწყობილი. ლიკანში ასევე VII-IX საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების მონახულებასაც შეძლებთ, სადაც ოდესღაც აქტიური სამონასტრო ცხოვრებაც ყოფილა და საინტერესო კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. ეს კურორტი ნამდვილად შესანიშნავი ადგილია ბუნებაში, ტყეების სიგრილეში კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის და მიწისა და ხეების სურნელით გაჟღენთილ ბილიკებზე ხეტიალისთვის. ლიკანში სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთრით და ზალიან თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,0°C, აგვისტოსი კი - 20-25°C.
Description: ბარათზე საკურორტო პოლიკლინიკა
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0232 b.jpgვერსო29.01 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0232 a.jpgრექტო150.25 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.