Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415896
Title: ლიკანი. სანატორიუმის ერთ-ერთი კორპუსი
Other Titles: საქართველოს კურორტები
Keywords: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ლიკანი
Ликани
Lirfyb
სანატორიუმის ერთ-ერთი კორპუსი
Один из корпусов санатория
One of the sanatorium building
Issue Date: 1973
Publisher: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;
Abstract: ულამაზესი სასახლე, რომელიც ლიკანის მშვენება იყო და არის, 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ნიკოლაევიჩ ბენუამ ააშენა. სასახლე მდინარე მტკვართან ახლოს მდებარეობს. სახლი თავად, ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვს ეკუთვნოდა (კავკასიის მეფის ნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძის ვაჟი). ლიკანის სასახლე ძალიან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. მას ყოველი მხრიდან სხვადასხვა ფორმა აქვს. გამორჩეულია გოგონების ოთახიც, სადაც კედლებზე ფერადი პეპლებია გამოხატული. თურმე, ერთხელ ოთახში პეპელა შემოფრენილა და გოგონების სურვილით მოუხატავთ კედლები ამგვარად. საბჭოთა პერიოდში სასახლე მთავრობის ხელში გადავიდა. იქ ხშირად ისვენებდნენ სახელმწიფოს პირველი პირები. აგრეთვე - იოსებ სტალინიც. სასახლე დღემდე ფუნქციონირებს, როგორც პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენცია.
Description: ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში რუს მეფეებს რამდენიმე საყვარელი ადგილი ჰქონდათ, სადაც თავიანთთვის დასასვენებელ ადგილებს აწყობდნენ. ერთ-ერთი იყო ლიკანი, სადაც რომანოვებს სასახლე ჰქონდათ აგებული და ეს სასახლე იქ დღესაც არის. შენობა მე-19 საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. მიხეილ რომანოვის ვაჟს, ნიკოლოზს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინი. - რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია და ეს ტერიტორია შეუსყიდია გენერალ პიტერსისგან. შემდგომ ამ ტერიტორიაზე პირველი პარკი გაუშენებია. მისივე ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონტინ ბენუას დაუგეგმარებია, ხოლო მშენებლობას გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი ხელმძღვანელობდა. ხელოსნებად ძირითადად ბერძენი და იტალიელი ოსტატები მუშაობდნენ. მთავარი სასახლე ასიმეტრიული ფორმისაა. ინტერიერში მეტად მდიდარი ბიბლიოთეკა და ფრანგული ფერწერული ტილოები იყო. რომანტიკული მიმდინარეობის სასახლე უშუალო გამოძახილი იყო ევროპული და რუსული სასახლეების არქიტექტურული სტილის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზის სასახლე მორთული იყო ანტიკური ღმერთების მარმარილოს ქანდაკებებით, ჩინურ-იაპონური ფაიფურის ვაზებითა და ოქროს ძერძვით. https://www.shin.ge/index.php/mozaika/474-romanovebis-sasakhle-likanshi-da-ik-ganvitarebuli-sikvarulis-ambavi-imogzauret-dzvel-kedlebshi
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0231 b.jpgვერსო26.62 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0231 a.jpgრექტო126.89 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.