Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/398275
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorКруско, Б.-
dc.coverage.spatialსანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг; 1914 წლამდე - სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. - პეტროგრადი, 1924-1991 წწ. -ლენინგრადი) - ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო, დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან. ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. 1712-1918 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905-07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შიმშილისგან დაიღუპა 650 ათასიდან 1,2 მen_US
dc.date.accessioned2022-09-10T17:58:53Z-
dc.date.available2022-09-10T17:58:53Z-
dc.date.issued1970-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/398275-
dc.descriptionზამთრის სასახლე (რუს. Зимний Дворец) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, სასახლის სანაპიროსა და სასახლის მოედანს შორის; აშენდა 1754-1762 წლებში, როგორც რუსეთის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენცია. პირველი „ზამთრის სახლი“ პეტრე I-ს 1711 წელს აუგეს, საზამთრო არხის ნაპირზე, მეორე - ახლანდელი ერმიტაჟის თეატრის ადგილას (1716-1719, არქიტექტორი გ. მატარნოვი, გადაკეთებულია 1720-იან წლებში არქიტექტორი დ. ტრეზინი). 1732 წელს რასტრელიმ დაიწყო მესამე ზამთრის სასახლის მშენებლობა, რომლის ფასადები გადიოდა ნევასა და სასახლის მოედანზე (მრავალჯერ გადაკეთდა). მეოთხე ზამთრის სასახლე რასტრელიმ ააშენა 1755, ნევის პროსპექტსა და მდინარე მოიკის სანაპირო კუთხეში (განადგურდა 1762). 1754-1762 წლებში მესამე სახლის ადგილზე ბართოლომეო რასტრელიმ ააგო ბაროკოს სტილის მეხუთე სასახლე - შიდაეზოიანი კარეს სახის ნაგებობა. გრანდიოზული სასახლის (1000 ოთახი) ფასადები მიმართულია ნევის, საადმირალოსა და სასახლის მოედნისაკენ გადაწყვერილია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, გარემოს გათვალისწინებით. ფასადების მდიდრული მორთულობა და სათავსების ანფილადური განლაგება ხაზს უსვამს შენობის საზეიმო დანიშნულებას. თეთრ-მწვანე შეფერილობის სასახლეს 1.786 კარი და 1.945 ფანჯარა აქვს. სასახლის პირველი ბინადარი ეკატერინე დიდი იყო. ზამთრის სასახლის ინტერიერები რამდენიმეჯერ გადააკეთეს (ანფილადები ნევის გასწვრივ და სატახტო (გიორგის) დარბაზი, 1780-1790 წლებში, არქიტექტორები ჯ. კვარენგი, ი. სტაროვი; 1812 წელს სამამულო ომის გალერეა, არქიტექტორი კ. როსი). 1837 წელს ხანძრის შემდეგ ფასადები და საზეიმო დარბაზები აღადგინა არქიტექტორმა ვ. სტასოვმა, შიგა სამყოფლები - არქიტექტორმა ა. ბრიულოვმა. 1880 წელს ზამთრის სასახლეში ს. ხალტურინმა მოაწყო აფეთქება ალექსანდრე II-ის მოკვლის მიზნით. 1905 წლის 9 იანვარს მის წინ დახვრიტეს მუშათა მშვიდობიანი დემონსტრაცია. ზამთრის სასახლე ამჟამად სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმის დიდებულ შენობათა ჯგუფს ეკუთვნის, სადაც განლაგებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია. როგორც მუზუემის ნაწილი, ზამთრის სასახლის 1057 დარბაზისა და ოთახის უმეტესობა საზოგადოებისთვის ღიაა. სამხედრო გალერეაში, გახსნილი 1836 წელს, განთავსებულია ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის პერიოდის რუსეთის არმიის სამხედრო ლიდერთა 332 პორტრეტი. 1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ ზამთრის სასახლე რუსეთის დროებითი მთავრობის შტაბ-ბინა გახდა. ბოლშევიკთა ძალების მიერ ზამთრის სასახლის აღება ოქტომბრის რევოლუციის გადამწყვეტი მომენტი იყო.en_US
dc.description.abstractერმიტაჟის მუზეუმი (რუს. Эрмитаж, ფრანგ. „განმარტოების ადგილი“) - რუსეთის უმსხვილესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი. წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლების საცავს. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც წინათ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია იყო. ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherИздательство «Планета», Москваen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectსაფოსტო ბარათიen_US
dc.subjectლენინგრადიen_US
dc.subjectЛенинградen_US
dc.subjectსსრკ-ს ქალაქებიen_US
dc.subjectГорода СССРen_US
dc.subjectსახელმწიფო ერმიტაჟიen_US
dc.subjectГосударственный Эрмитажen_US
dc.subjectზამთრის სასახლეen_US
dc.subjectЗимний дворецen_US
dc.titleლენინგრადი. სახელმწიფო ერმიტაჟი (ზამთრის სასახლე)en_US
dc.title.alternativeმსოფლიო ქალაქებიen_US
dc.title.alternativeსსრკ-ს ქალაქებიen_US
dc.title.alternativeГорода СССРen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძე {მაკულატურა)en_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0172b.jpgვერსო19.19 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0172a.jpgრექტო188.42 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.